Tuesday, 30 May 2017

მე-9 დღის რეფლექსია

ტრენინგის დასასრული,დიდი მადლობა ქალბატონ ლალი გიგაურს ასეთი ნაყოფიერი მუშაობისთვის.
მეცხრე  დღე -პრეზენტაციები.შევაჯამეთ და შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები.
მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი და გავიზიარეთ ერთმანეთის რჩევები, მადლობა ტრენინგის მონაწილეებს.

Monday, 8 May 2017

პროექტის იდეა

21-ე საუკუნის პრობლემა კომპიუტერული ტექნიკის ბუმია.დიდი თუ პატარა ჩართულია ამ პროცესში ,რაც იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს: უმოძრაობა,სქოლიოზი,მხედველობის პრობლემა , ურთიერთობების ნაკლებობა,უყურადღებობა გარემოს მიმართ... რის შედეგადაც მოსწავლეები არიან  ფიზიკურად სუსტები ,ადვილად იღლებიან ,ნაკლები ინტერესია აქვთ სპორტის მიმართ.ძირითადად ფიზიკურ დატვირთვას იღებენ სპორტის გაკვეთილებზე,რაც არ არის საკმარისი.დაივიწყეს ხალხური თამაშები ,რომელიც კომპიუტერმა შთანთქა.ერთობლივი გადაწყვეტილებით დავგეგმეთ ლაშქრობა წინანდლის მიმდებარე ტყეში -მუხიაანში ,მარშრუტით სკოლა-წმინდა დემეტრეს სახელობის ეკლესია -მუხიაანი-სკოლა.რომლის მიზანია მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა.3 კმ -ის ფეხით გავლა და ტაძრის შემოგარენის დასუფთავება( საჭიროებისამებრ).

მეხუთე დღის რეფლექსია

დრევანდელ ტრენინგზე შევისწავლეთ პორთფოლიოში გვერდების მიმაგრება,ბლოგზე გადატანა და გასაჯაროვება.ასევე ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონზე.

Tuesday, 2 May 2017

მეოთხე დღის რეფლესია

გავარჩიეთ წინა დავალებები და დავიწყეთ მუშაობა შეფასების დროის ჩარჩოზე

მესამე დღის რეფლექსია

ტრენინგმა შედეგიანად ჩაიარა. ვისწავლეთ როგორ დავწეროთ პროექტში მოსწავლის მიზნები.ასევე  როგორ დავწეროთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.

მეორე დღის რეფლექსია

მსმენელებმა წარვადგინეთ პროექტების იდეები. ვისწავლეთ ბროშურის გაკეთება.

პირველი დღის რეფლექსია

ვისაუბრეთ პროექტებით სწავლების მნიშვნელობაზე სასწავლო პროცესში.გავიხსენეთ ბლოგზე მუშაობა.მივიღეთ დავალება ტრენერისგან პროექტის იდეის ჩამოყალიბებაში.

საგნობრივი სტანდარტები და 21-ე საუკუნის უნარები

21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები[1]
სწავლისა და გამომგონებლობის უნარ-ჩვევები
შემოქმედებითობა და გამომგონებლობა
     მუშაობის ორიგინალობისა და გამომგონებლობის დემონსტრირება;
     ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება;
     ახალი და მრავალფეროვანი პერსპექტივებისთვის ღიაობა და მზაობა;
     შემოქმედებითი იდეების პრაქტიკული გამოცდა ინოვაციურ სფეროში, მასში ეფექტური და რეალური წვლილის შესატანად.
კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა
     საღი მსჯელობა და აღქმა;
     რთული არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილებების მიღება;
     სხვადასხვა სისტემას შორის ურთიერთდამოკიდებულების გააზრება;
     მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა მოსაზრების გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად;
     ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.
კომუნიკაცია და თანამშრომლობა
     იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
     სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
     საერთო მიზნების მისაღწევად საჭირო კომპრომისისთვის მზადყოფნისა და მოქნილობის დემონსტრირება;
      პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.
საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები
საინფორმაციო წიგნიერება
      ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
      ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გამოყენების ეთიკური და სამართლებრივი საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.      
მედიაწიგნიერება
      მედიაგზავნილების შექმნის, მათი მიზნობრიობის, გამოყენებული ინსტრუმენტების, მახასიათებლებისა და კონვენციების ცოდნა;
      მესიჯების ინდივიდუალურ დონეზე ინტერპრეტაციას/გაგებას შორის განსხვავებების, მედიაგზავნილებში ღირებულებებისა და მოსაზრებების გათვალისწინების ან უგულებელყოფის და რწმენაზე თუ ქცევაზე მედიის გავლენის საკითხების შესწავლა და ანალიზი;
      ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გამოყენების ეთიკური და სამართლებრივი საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.
ციფრული წიგნიერება
      ციფრული ტექნოლოგიების, კომუნიკაციის ინსტრუმენტებისა და/ან ქსელების შესატყვისი გამოყენება ინფორმაციაზე წვდომის, მისი მართვის, ინტეგრაციის, შეფასებისა და შექმნისათვის გენერირება ცოდნის ეკონომიკაში ფუნქციონირების მიზნით;
      ტექნოლოგიის გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების.
      ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გამოყენების ეთიკური და სამართლებრივი საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.
სასიცოცხლო და კარიერული უნარ-ჩვევები
მოქნილობა და ადაპტაცია
      განსხვავებულ როლებსა და პასუხისმგებლობებთან ადაპტაცია;
      გაურკვეველ სიტუაციებსა და პრიორიტეტების ცვლილების გარემოში ეფექტურად მუშაობა.
ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა
      საკუთარი სასწავლო საჭიროებებისა და წარმოდგენების მონიტორინგი;
      უნარ-ჩვევების განსაზღვრული დონის და/ან სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ჩარჩოს მიღმა სამუშაოს ჩატარება, ცოდნისა და კომპეტენტურობის ამაღლების მიზნით;
      ინიციატივის გამოჩენა, უნარ-ჩვევების პროფესიულ დონეზე დახვეწის მიზნით;
      დავალებების განსაზღვრა, პრიორიტეტების მინიჭება და შესრულება პირდაპირი ზედამხედველობის გარეშე;
      დროის და სამუშაო დატვირთვის ეფექტური განკარგვა;
      უწყვეტი განათლებისთვის მზაობის დემონსტრირება.
სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები
      ადეკვატურად და პროდუქტიულად თანამშრომლობა;
      მოსაზრებებისა და გადაწყვეტილებების საჭიროებისამებრ დაბალანსება სხვადასხვა ჯგუფთან ერთობლივი მუშაობისას;
      კულტურული განსხვავებების გათვალისწინება და სხვადასხვა პერსპექტივის გამოყენება შემოქმედებითობისა და მუშაობის ხარისხის ამაღლების მიზნით.
პროდუქტიულობა და ანგარიშვალდებულება
      მაღალი სტანდარტებისა და მიზნების განსაზღვრა და უზრუნველყოფა სამუშაოს ხარისხიანად და დროულად შესრულებისათვის;
      გულმოდგინებისა და პოზიტიური სამუშაო ეთიკის დემონსტრირება (მაგალითად, პუნქტუალობა და სანდოობა).
ლიდერობა და პასუხიმგებლობა
      ინტერპერსონალური და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების გამოყენება ჩართული მხარეების მიერ მიზნების მისაღწევად;
      ჩართული მხარების ძლიერი თვისებების/უნარების გამოყენება საერთო მიზნის მისაღწევად;
      ერთიანობისა და ეთიკური ქცევის დემონსტრირება;
      ფართო საზოგადოების ინტერესების გათვალისწინება, პასუხისმგებლიანი მოქმედება.



[1] წყარო: პარტნიორობა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებისთვის www.21stcenturyskills.org. მასალის გამოყენების უფლება მიღებულია.